გაუპატიურების სავარაუდო მსხვერპლთან ფსიქოლოგი მუშაობს

13.10.21 14:13
გაუპატიურების სავარაუდო მსხვერპლთან ფსიქოლოგი მუშაობს

13 წლის გოგონას გაუპატიურები სავარაუდო ფაქტი - მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის პროცესში ფსიქოლოგი ჩაერთო. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ამბობენ, რომ არასრულწლოვანზე მზრუნველობას ბიოლოგიური ოჯახი ახორციელებს.

ამასთან, არასრულწლოვანის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკიც. 

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა 53 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები