"პირბადეების" საქმე - პროკურორი NGO-ებს დარბევებისას აირწინაღების შეძენას და ჯარიმების გადახდაში დახმარებას ედავება

03.09.25 12:29
"პირბადეების" საქმე - პროკურორი NGO-ებს დარბევებისას აირწინაღების შეძენას და ჯარიმების გადახდაში დახმარებას ედავება

ე.წ. პირბადეები საქმე - პროკურატურა NGO-ებს ნოემბერ-დეკემბერში, თბილისი ცენტრში მიმდინარე დარბევებისას თავდაცვის საშუალებების შეძენას და მოქალაქეებისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდაში დახმარებას ედავება.

პროკურორი, როემლიც მესამე სექტორის ანგარიშების დაყადაღების საქმეს ხელმძღვანელობს, მედიას საყვედურობს და ეუბნება, რომ ჟურნალისტებმა ცალკეული შემთხვევები არ უნდა განიხილონ. 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამ ორგანიზაციების ფინანსები ხმაროდებოდა ისეთი საშუალებების შეძენას, როგორიც არის წიწაკის სპრეი, როგორიც არის ჩაფხუტები, სახი დამცავი სათვალეები. ეს არ იყო ჯარიმის ერთჯერადი გადახდა, ამას ჰქონდა მასობრივი ხასიათი. როდესაც მასობრივად ხდება სამართალდამრღვევებისთვის ჯარიმის გადახდა, ეს არის თუ არა წახალისება? როდესაც ამას მასობრივი და სისტემური ხასიათი აქვს, სწორედ ეს არის წახალისება და სხვა არაფერი.

როდესაც პოლიცია მოგიწოდებთ დაშლისკენ, თქვენ უნდა დაემორჩილოთ, მაგრამ როდესაც არ ემორჩილები, ზუსტად მაშინ იყენებენ პირბადეებს, პიროტექნიკას, მოლოტოვი კოქტეილებს და ქვებს და რავიცი, - ამბობს პროკურორი. 

ცნობისძთვის, მიმდინარე კვირას, ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი NGO-ს ხელმძღვანელი მოწმის სახით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. დღეს, სამ სექტემბერს ISFED-ის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე მივიდა. 

ცნობისთვის, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და "საბოტაჟის საქმის" ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დაყადაღდა. 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ აქციებზე ძალადობა მათი სახსრებით ფინანსდებოდა.