რა უნდოდა სასამართლოს მანდატურს სუს-ის ფორმაში რუსთაველზე - კადრებს აქტივისტები ავრცელებენ

04.09.25 10:43
რა უნდოდა სასამართლოს მანდატურს სუს-ის ფორმაში  რუსთაველზე - კადრებს აქტივისტები ავრცელებენ

 

 

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, სასამართლოს მანდატური ბექა სადრაძე, რომელიც ადრეც ფიგურირებდა ძალადობის ფაქტებში, გუშინ რუსთაველის გამზირზე შენიშნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის აქციის მონაწილეების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

მოქალაქეები ცდილობდნენ სადრაძესთან დაეზუსტებინათ, ეს მისი ახალი საქმიანობა იყო თუ დამატებითი სამუშაო, თუმცა მან ყველა კითხვას თავი აარიდა და თითქმის უარყო კიდეც, რომ სასამართლოს დერეფნებში მანდატურის ფორმით გადაადგილდებოდა.

ცნობისთვის, შემთხვევა, რომელშიც ბექა სადრაძე ფიგურირებს, ივლისში დაფიქსირდა. მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა „სინდისის პატიმრის“ – გიორგი მინდაძის საქმის დასკვნითი პროცესი. პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს დერეფანში მანდატურებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ამ დროს გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უჭერს ერთ-ერთი მანდატური ყელში მოქალაქე ლადო ჯახუას, რათა ძალით გააძევოს შენობიდან. სწორედ ამ მომენტში კამერებში ფიქსირდება ბექა სადრაძეც, რომელიც მოქალაქეს უახლოვდება და საბოლოოდ თავად გამოჰყავს იგი გარეთ.

დაზარალებული მოქალაქეები მაშინვე აცხადებდნენ, რომ სადრაძე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა.