მოზარდი ამბობს, რომ ბაბუა 5 წლის განმავლობაში აუპატიურებდა - ბრალდებულის ადვოკატი

13.10.21 20:52
მოზარდი ამბობს, რომ ბაბუა 5 წლის განმავლობაში აუპატიურებდა - ბრალდებულის ადვოკატი

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი, საზარელ დანაშაულს არ აღიარებს. 53 წლის კაცი ირწმუნება, რომ მოზარდმა ყველაფერი მოიგონა. 

ბავშვი ამბობს, რომ თითქოს 5 წლის განმავლობაში, სისტემატიურად ხდებოდა მისი გაუპატიურება. ამ ინფორმაციას დაკავებული აბსოლუტურ სისულელეს უწოდებს. ადამიანი ცუდად გახდა, როდესაც დეტალების შესახებ დავიწყე საუბარი. მის ქმედებაში არავითარი მსგავსი არ იხატება. მისი ხედვით და ჩემი ღღმა რწმენით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებული პირის მიერ შეთითხნილი ფორმულირება შურისძიების მიზნით"- აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

უფლებადამცველი ირწმუნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყუის, როცა აცხადებს, რომ მამაკაცი მიმალვაში იმყოფებოდა. მისი თქმით, კაცი თბილისში შვილთან იმყოფებოდა. 

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა 53 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები