ექსკლუზივი: ვინ არის კაცი იარაღებით?

05.09.25 12:34
ექსკლუზივი: ვინ არის კაცი იარაღებით?

 

 

ვინ არის კაცი იარაღებით? - " პირველებმა" გაარკვია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე დაკავებული 62 წლის მამაკაცი მიხეილ ლეშკაშელია. 

როგორც  "ტვ პირველს" ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა, დაკავებული იარაღის კოლექციონერია და საპროტესტო აქციებთან კავშირი არ აქვს. 

ადვოკატის თქმით, კაცი,  ტახებზე სანადიროდ მიდიოდა, როცა პოლიციამ დააკავა.  პროკურატურა ამტკიცებს, რომ იგივე ადამიანის  სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს 22 ცეცხლსასროლი იარაღი და 800-ზე მეტი ტყვია. 

უფლებადამცველის თქმით, ყველა საკუთარ სახელზე ჰქონდა გაფორმებული. ერთადერთი იარაღი, რომლის ფლობასაც დაკავებულს ედავებიან გარდაცვლილი მამის კუთვნილი იყო. 

გდაწყვეტილი ჰქონდა, [როგორც ვიცით, ჩვენი ინფორმაციით] სანადიროდ წასვლა. კოლექციონერია, იარაღებს აგროვებს - აბსოლუტურად ყველა კანონიერი და რეგისტრირებულია. უბრალოდ მოხვდა ამ ადგილზე, მოუწია მანქანიდან გადმოსვლა. გზაც გადაკეტილი იყო და იქიდან გამომდინარე, რომ გარშემო ბივრი ხალხი ტრიალებდა გარშემო, თავად ჩათვალა, რომ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, იარაღი, რომლის ტარების უფლებაც გააჩნდა, თან ჰქონოდა. 

ბატონ მიშას აღმოაჩნდა 22 მასზე რეგისტრირებული იარაღი - იარაღების სიყვარული აქვს ამ ადამიანს.

მამამისი სამხედრო პირი, მაღალჩინოსანი იყო და ამ ადამიანს ჰქონდა მისი გარდაცვალების შემდეგ დატოებული  "გეკოს" ტიპის თოფი, რომელსაც აქვს ე.წ. ხრახნი...

ბატონი მიხეილი ბრალს გაეცნო, ჩვენთან ერთად, ვუთხარით რასაც ედავებოდნენ. ამ ადამიანს რაიმე სახის კავშირი აქციასთან ნამდვილად არ ჰაონია"- აცხადებს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.