„ცუდი განზრახვა არ მქონია, იარაღი ოჯახის სამახსოვრო იყო“ - რა თქვა მიხეილ ლეშკაშელმა პროცესზე
62 წლის მამაკაცი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს, მოსამართლეს დღეს უხსნიდა, რომ ქუჩაში შეიარაღებულს ცუდი განზრახვა არ ჰქონია და დანაშაულის ჩადენას არ აპირებდა. მიხეილ ლეშკაშელის თქმით, იარაღი ოჯახის სამახსოვრო იყო, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ კარადაზე შემოდო და მისი შენახვა კანონდარღვევით გაუცნობიერებლად მოხდა.
ბრალდებულმა განმარტა, რომ კრიმინალური განზრახვა არ ჰქონია და ყოველთვის კანონმორჩილი მოქალაქე იყო.
მე ვიცოდი რომ არ იყო დარეგისტრირებული, ხალიჩაზე ეკიდა. მეგონა, მამას რომ ჰქონდა ნებართვა, არ იყო სხვა საჭირო. დედაჩემმა ჩამოიტანა და დაკიდა.
სრულად ვაცნობიერებ ჩემს შეცდომას და იმ კანონდარღვევას, რომელიც ჩავიდინე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს განზრახ არ ჩამიდენია, გულგრილობით მომივიდა, არანაირი ცუდი განზრახვა არ მქონია, არც კრიმინალი ჩამიდენია, ცხოვრებაში კონფლიქტი არ მქონია, არ მყავს მტრები, ყოველთვის კანონმომრჩილი ვიყავი და ასე ვზრდი ჩემს შვილებს, საქართველოს სიყვარულით, ხალხის სიყვარულით და დიდი პატივისცემით ხელისუფლების მიმართ. ეს არ იყო განზრახ ჩადენილი.
რაც შეეხება იარაღს, ეს იარაღი იყო დიდი ხნის წინ გვაჩუქეს.
ახლა გადავდიოდი სხვა შენობაში. ეს იარაღი იყო ნიკოლაძეზე, ამ ბინიდან ბანკმა გამომასახლა და იარაღი იქ ინახებოდა. ის იარაღი დიდ კარადაში იდო, დედა რომ მოკვდა, კარადის თავზე შემოვდეო. ჯერ ხალიჩაზე ეკიდა, როცა დედა ცოცხალი იყო, 2021 წელს დედა რომ გარდაიცვალა, ჩამოვხსენით და კარადაზე შემოვდეთ მამის სამახსოვროდ, - თქვა ბრალდებულმა პროცესზე.
თბილისში, რუთაველის გამზირზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ მიხეილ ლეშკაშელს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
62 წლის კაცის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუშიამბობს, რომ ლეშკაშელს რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან კავშირი არ აქვს.
მეტიც, უფლებადამცველის თქმით, დაკავებისას კაცი ტახზე სანადიროდ მიდიოდა.