თავდასხმა "ქვევრში" - "ოცნების" მხარდამჭერი, ლაშა ბასლანძე გამოკითხეს, თუმცა არ დაუკავებიათ
რესტორან "ქვევრის" მფლობელს ექსპერტიზის ბიუროში ელოდებიან. შალვა ტიბუას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.
რაც შეეხება "ოცნების" მხარდამჭერ ლაშა ბასლანძეს, ის პოლიციის განყოფილებაში გუშინ ღამით გამოკითხეს, თუმცა არ დაუკავებიათ.
იურისტები ფიქრობენ, რომ ინციდენტის დროს, ადგილზე მყოფმა პირემა, რომლებიც ლაშა ბასლანძესთან ახლო კავშირში იყვნენ, სამეთვალყურეო კამერები წინდაწინ გამორთეს. ამის მიუხედავად, დაზარალებულმა მაინც მოახერხა კამერების ჩართვა, რომლის ჩანაწერებიც მომხდარს დეტალურ აღწერს.
აღნიშნული ჩანაწერები პოლიციას არ ამოუღია, ამიტომ ადვოკატები იძულებულები გახდნენ, ვიდეომტკიცებულებები საქმეში თავად წარმოედგინათ.
ინფორმირებულები ვართ, რომ გამოიკითხა როგორც მოწმე, ის დაკავებული არ არის. შალვა ტიბუა ჯერჯერობიტ დაზარალებურლად ცნობილი არ არის.
ჩვენ წარვადგინეთ აღნიშნული კამერები გუშინ, რომელიც მივაწოდეთ გამოძიებას. როგორც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნული კამერები, სანამ ინციდენტი მოხდებოდა, გათიშული იყო ისეთი პირის მიერ, რომელზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაკეთეთ განაცხადი, რომ არ უნდა მომხდარიყო იქ ჩაწერა, თუ რაიმე ექსცესი მოდებოდა, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინა თავად შალვა ტიბუამ და ისევ ჩართო აღნინშნული კამერები, რომელიც ირებდა ამ ინციდენტს თავიდან ბოლომდე. თუმცა, შემდგომ, როდესაც უკვე მოხდა ამის ამოღება, უკვე მაშინ ინფორმაცია საერთოდ აღარ იყო.
საიჯარო თანხის გადახდასთან დაკავშირებით მოხდა, რომლის გადახდა ვერ განახორციელა ლაშა ბასლანძემ, როგორც ჩემთვის ცნობილია და ამიტომ მოხდა იმ ხელშეკრულების შეწყვეტა. ამან გამოიწვია ის უსიამოვნება და ის ინციდენტი, რაც მოხდა. შალვა ტიბუას იარაღის კონდახი მოხვდა სახეში. იარაღით ახდენდა მიბჯენას შუბლის არეში შალვა ტიბუაზე. ასე ხსნის, - ამბობს ტიბუას ადვოკატი თამარ აბესაძე.
"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ ლაშა ბასლანძე მისი მეგობარია, თუმცა ამბობს, რომ მოხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ლაშას ვიცნობ, მეგობარია, ძალიან კარგი ადამიანია. სხვა თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. არ ვიცი თემა, ვინ უნდა დააკავონ? მოვიგონო რაღაცა?, - ამბობს კალაძე.
„ქვევრში“ ინციდენტი შაბათს ღამით მოხდა. ყოფილი მოიჯარე ლაშა ბასლანძე, ბერა ივანიშვილის მეგობარი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, შეიარაღებული შევიდა რესტორანში და ფიზიკურად გაუსწორდა მფლობელ ზურაბ ტიბუას. კონფლიქტი ფართობის დათმობას უკავშირდება. ტიბუას თქმით, ბასლანძე მანამდე შურისძიებით ემუქრებოდა. შემთხვევის შემდეგ ბასლანძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა არ დაუკავებით. ბასლანძე ამტკიცებს, რომ რესტორანში სათამაშო იარაღით შევარდა.