როგორ დააკავეს უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე სომხეთში-შსს პირველ განმარტებას აკეთებს

08.09.25 13:32
როგორ დააკავეს უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე სომხეთში-შსს პირველ განმარტებას აკეთებს

როგორ დააკავეს უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე სომხეთში-შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ განმარტებას აკეთებს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ გეგუთის გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებს შეცდომა არ დაუშვიათ, რუსეთი გიორგი კინოიანს ინტერპოლის ცირკულარით არ ეძებდა და ძებნა გამოცხადებული იყო დესეთეს სისტემით, რასაც ქართველი მესაზღვრე ვერ დაინახავდა. შესაბამისად, იმის გამო, რომ საქართველო დსთ-ს წევრი ქვეყანა აღარ არის, მესაზღვრეებს ბაზაში არ უჩვენებდა, რომ საქართველოს მოქალაქეს რუსეთი ეძებდა.

რაც შეეხება საქართველოს ელჩს სომხეთში - გიორგი შარვაშიძემ “პირველების“ კითხვის მოსმენის შემდეგ, სატელეფონო კომუნიკაცია შეწყვიტა და აღარც შეტყობინებებს უპასუხა.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, გიორგი კინოიანის გასათავისუფლებლად “ოცნებაში“ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება.

ერთის მხრივ ისინი ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქე რუსეთს არ უნდა გადაეცეს და ამაში შესაბამისი სტრუქტურები უნდა ჩერთონ, მეორეს მხრივ კი, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სომხურ მხარეზეა დამოკიდებული.

გარდა იმის, რომ საქართველოს სომხეთთან აქვს ორმხირივი შეთანხმება, რუსეთთნაც აქვს და ამიტომ, როდესაც ამ არჩევანის წინაშე დადგება სომხეთი, რომელი შეთანხმებით იმოქმედებს, ეს მათი საქმეა, რამდენად დაიცავს სომხეთი ამ საექსტრადიციო კანონმდებლობას, იმედს გამოვთქვამ, რომ დაიცავს, თუ მათ არ ექნებათ არავითარი საფუძველი, გადასცენ , არ გადასცემენ, თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ უძლურები ვართ, ისევე როგორც უძულრები იქნებოდნენ სომხები, ანალოგიური რომ გაგვეკეთებინა იმ შემთხევევაში თუ ჩვენ დავიცავდით ჩვენ კანონმდებლობას, - ამბობს შარმანაშვილი.

მახაშვილი კი აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, რის გამო ითხოვს რუსეთი საქართველოს მოქალაქის ექსტრადიციას.

რის გამო ითხოვს რუსეთი მის ექსტრადიციას კონკრეტულად არ მაქვს ეს ინფორმაცია და არც უნდა მქონდეს. ვისაც უნდა ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ ამ უწყებებს აქვთ და გააკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველოს მოქალაქე არავის, სხვა სახელმწიფოს ხელში არ მოხვდეს, თუ ეს საქართველიოა, იცით, რომ საქართველოს მოქალაქეების ექსტრადირება სხვა ქვეყანაში იკრძალება, თუ არ არის გათვალსიწინებული საერთაშორისო შეთანხმებით, სხვა ქვეყანაში თუ ხდება ჩვენი მოქალაქის დაკავება ამა თუ იმ მიზეზით, რისი შესაძლებლობაცაა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, - ამბობს ის. 

 გადასცემს თუ არა სომხეთი რუსეთს ქართველ ჯარისკაცს-ერევანში დაკავებულ გიორგი კინოიანს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება.

კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

ზუსტი ინფორმაცია, როდის გაიმართება მორიგი სასამართლო სომხეთში, ოჯახს არ აქვს, რადგან ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული, როდის გადაუგზავნის ინფორმაციას და მოითხოვს დაკავებულის ექსტრადირებას. 

ქართველ მეომარს, რომელიც სომხეთის საზღვარზე დააკავეს, რუსეთი ერთი წლის განმავლობაში ეძებდა. გიორგი კინოიანი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე იმყოფებოდა. 2024 წლის 25 ოქტომბერს ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.