ვინ დაესხა თავს კალაძის შტაბთან აქციის მონაწილეებს? - იდენტიფიცირებულია "ოცნების" ე.წ. ტიტუშკები

09.09.25 11:32
ვინ დაესხა თავს კალაძის შტაბთან აქციის მონაწილეებს? - იდენტიფიცირებულია "ოცნების" ე.წ. ტიტუშკები

ვინ დაესხა თავს გუშინ მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეებს?  - იდენტიფიცირებულია "ტიტუშკები", რომლებიც "ოცნებამ" გუშინ კახა კალაძის შტაბის წინ ხალხის წინააღდმეგ ე.წ. დუბინკებით და კასტეტებით გამოიყვანა.

მათი უმეტესობა სწორედ კალაძის შტაბის წევრები არიან.

კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ კაცი, რომელმაც ქალების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და აქციის მონაწილეებს რკინის ჯებირით დასდევდა საბურთალოს გამგეობის თანამშრომელი ზაზა მამალაძეა. საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებების მიუხედავად, ძლადობაში მხილებული პირი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. 

გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა მამალაძე "ოცნების" წევრის, ნოდარ ტურძელაძის მძღოლია. 

ვიდეოში ასევე ჩანს კიდევ ერთი პირი, რომელიც ჟურნალისტზე ძალადობს და მობილურს ართმევს - ის ლევან ზარდიაშვილია.

პირი კი, რომელიც კადრებში განსაკუთრებით აგრესიით გამოირჩევა, კალაძის შტაბის წევი ბექა მიგრიაულია - ის "პირველების" ინფორმაციით,  "საბრძოლო კლუბის" თავმჯდომარეა, იმ კლუბის, სადაც დასაქმებულ ადამიანებს, გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის გუნდი აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებს. 

ძალადობაში მხილებული კიდევ ერთი პირი, რომელიც კადრებში ჩანს არის გიორგი პაპიძე, რომელიც მერიაშია დასაქმებული. პაპიძე ირაკლი კობახიძესთან ერთად ჩნდებოდა თსუ-ში, როცა "ოცნების" პრემიერი უნივერსიტეტში ლექციებს ატარებდა. აქციის მონაწილეების თქმით, პაპიძე მაშინაც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. 

კადრებში ასევე ჩანს გიორგი შუკვანი, რომელიც ქალების მიმართ აგრესიით გამოირჩევა. 

კადრების მიხედვით, ჟურნალისტებს და აქტივისტებს აგინებდა ხუტა პაჭკორიაც - პოლიციელ ვაჟა სირაძის მოადგილე, რომელიც სისტემიდან ნარკოდანაშაულითვის ერთხელ გააგდეს, თეა წულუკიანმა კომიისის სხდომაზე მოძალადედ გამოცხადა, თუმცა მაინც პოსტზე რჩება. სწორედ მან აგინა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს და საქმიანობაში ხელი შეუშალა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გუშინ კალაძის შტაბთან მომხდარ ძალადობაზე პოლიციელებს რეაგირება არ ჰქონიათ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სამართალდამცველი დაშავდა დაპირისპირების დროს. 

მანქანა გაჩერდა და დაიწყო ხალხის გინება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანაებს შეეძლოთ წასვლა, გაჩერდნენ, გადმოვიდა იქიდან რამდენიმე შავებში ჩაცმული ადამიანი, რომლებიდან რამდენიმე შემდეგ ვიცანით, ეს კუნთმაგარი ბჭები შემოვარდნენ ხალხში და დაიწყეს ხალხსი ცემა და შემდეგ თავად ოფისში მყოფი ადამიანები გამოვიდნენ და გვესროლეს ცარიელი ბოთლები, შემდეგ სავსე ბოთლები და ბოლოს თუნუქის ბოთლები, ჩემი მეგობრები ამბობდნენ, რომ გაყინულ ბოთლებსაც ისროდნენ. რავიცი ცარიელი ბოთლების სროლის გამო ჩვენ დღეს ციხეში გვყავს ბიჭები... სხვათაშორის პოლიციელებიც საკმაოდ დაშავდნენ, თუმცა რომ ვეუბნებოდით, რომ ამ ადამიანმ მაგინა დამარტყა, ამაზე რეაგირება ჰქონდა ნული, - ამბობს აქციის მონაწილეს. 

  • შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.