დანაშაულს არ ვაღიარებ, სილის გაწვნის ფაქტს ვადასტურებ - ზვიად რატიანი

09.09.25 13:54
დანაშაულს არ ვაღიარებ, სილის გაწვნის ფაქტს ვადასტურებ - ზვიად რატიანი

ზვიად რატიანის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა - სხდომაზე პროკურატურის არცერთი მტკიცებულება არ გამოკვლეულა, რადგან ისინი დაცვის მხარემ უდავოდ ცნო. 

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა შემდეგი სხდომა 16 სექტემბერს ჩანიშნა, სადაც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის და უახლოეს კვირებში დაკავებული პოეტის საქმეზე განაჩენიც გამოცხადდება. 

რაც შეეხება თავად ბრალდებულ პოეტს, დღეს ზვიად რატიანმა დღეს სასამართლოს უთხრა, რომ ნამდვილად განახორციელა სიმბოლური აქცია, გააწნა სილა პოლიციელს და ამით სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს. 

დანაშაულს არ ვაღიარებ, ვადასტურებ სილის გაწვნის ფაქტს ეს გადაღებულიც არის და მე შევარჩიე სპეციალურად ისეთი ადგილი, რომელსაც სხვადასხვა რაკურსიდან კამერები დააფიქსირებდა. მტკიცებულებებში გადამეტებული არაფერი იყო, ყველაფერი ისედაც ხელისგულზეა. არაფერს ვითხოვ და არაფერს ველოდები, იურისტები მუშაობენ და აკეთებენ თავის საქმეს"- განაცხადა ზვიად რატიანმა სასამართლოზე. 

ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს - პოეტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.