რას ამბობს პოლიციელი, რომელსაც აქტივისტების თქმით, "ოცნების" ე.წ. ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ?

09.09.25 13:33
რას ამბობს პოლიციელი, რომელსაც აქტივისტების თქმით, "ოცნების" ე.წ. ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ?

 

 

აქტივისტების თქმით, "ოცნების" ე.წ. ტიტუშკები გუშინ ღამით კახა კალაძის შტაბის წინ ფიზიკურად პოლიციელებსაც უსწორდებოდნენ - "პირველების" ინფორმაციით, დაზარალებულბს შორის არის გოგი ბაგიანიც, ვაკე საბურთალოს პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც კადრების მიხედვით, კალაძის შტაბიდან გამოსული "ოცნების" მხარდამჭერი ხელს კრავს, თუმცა ბაგიანი ფაქტს არ ადასტურებს და "პირველების" კამერასთან ამტკიცებს, რომ მისთის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა "ოცნების" პარტრაქტივის წევრებს არ მიუყენებიათ.

ჩვეულებრივ სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი, არავის ჩემთვის რაიმე სახის ფიზიკური შეურახყოფა არ მოუყენებია, არც შეუგინებია და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონია ადგილი. ჩემი თხოვნაა, რომ ეს ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელოთ. 

"პირველების" კითხვაზე, მოახდინა თუ არა შსს-მ იმ პირების იდენტიფიიცრება, ვინც გუშინ მელიქიშვილის გამზირზე იძალადა, ბაგიანი ამბობს, რომ "მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით".

"პირველების" ჟურნალისტმა პოლიციის მაღალჩინოსანს დღეს აჩვენა კადრები, თუ როგორ ისვრიან ბოთლს მისი კოლეგა სამართალდამცველის მიმართულებით და ასევე უჩვენა მისი კადრებიც:

არვიცი არ მინახავს მე ეს კადრები. კიდევ ერთელ განგიმარტავთ, გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობით და მე სხვა ინფორმაციას არ ვფლობ.

ხელგადახვეული დავყავარ ამას? ხელი ორი წამი რომ გადაგხვიოთ, ანუ დავდივართ ერთად? ცოტა დააკონკრეტეთ ან უკეთესად იმუშაოთ ჯობია", - აცხადებს ბაგიანი. 

  • შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.