შემოსავლების სამსახური: სარფის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 300 ფლაკონი პრეპარატის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სარფის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 300 ფლაკონი სამედიცინო/კოსმეტიკური დანიშნულების პრეპარატის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 81 000 ლარი შეადგინა.
სარფის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 81 000 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა," - წერია განცხადებაში.