"ერთ "ტიტუშკას" ხელში ხელკეტი ეკავა, პოლიციამ რომ უთხრა მომეციო, ეუბნებოდა - თქვენიანი ვარო" - კალაძის შტაბთან ნაცემი აქტივისტი
კახა კალაძის შტაბთან ნაცემი აქტივისტი, გიგი იოსავა გუშინდელ ძლადობრივი ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ "ოცნების" ე.წ. ტიტუშკები განურჩევლად ყველას ურტყამდნენ.
იოსავას თქმით, ერთ-ერთ მოძალადეს ხელში ხელკეტი ეჭირა, მას შემდეგ კი, რაც პოლიციელმა მას ხელკეტის მიცემა მოსთხოვა, "ტიტუშკამ" უთხრა, რომ არ უნდა გამოერთმია, რადგან "მისიანი" იყო - "ესეც როგორი სიმპტომატურია, რომ ეუბნებოდა თქვენიანი ვარო".
მოულოდნელად მოაყენეს 2 მანქანა, ამ მანქანებიდან გადმოცვივდნენ "ტიტუშკები", ოფისიდანაც გადმოცვივდნენ ტიტუშკები და ძალიან ცოტა ადამიანი ვიყავით, სადრაც 50-მდე და დაგვიწყეს განურჩევლად რტყმევა. სახეები არც ჰქონდათ დაფარული, განსხვავებით ნოემბერ-დეკემბრის აქციიდან. ერთ მამაკაცს ეკავა ხელკეტი და პოლიცია როცა ეუბნებოდა, რომ მომეცი ხელკეტიო, ეს მამაკაცი ეუბნებოდა, თქვენიანი ვარო. ესეც როგორი სიმპტომატურია, რომ ეუბნებოდა თქვენიანი ვარო", - ამბობს გიგი იოსავა.
- შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ.
პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია