სასამართლოში "პირბადეების საქმეზე" ბაია პატარაია მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში "პირბადეების საქმეზე" ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.
გამოკითხვის დაწყებამდე, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ორგანიზაციას 10 დროშის შეძენას ედავებიან. მისი თქმით, საქართველოს დროშა ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციოას უნდა ჰქონდეს ოფისში და თუ ქართული დროშის შეძენა დანაშაულია, მაშინ მისი ამაყად ტარებისთვის ნამდვილად მიიჩნევს თავს დამნაშავედ.
ბაია პატარაია მოსამართლესთან რეპორტით მივიდა, რომელშიც ასახულია ინდივიდუალურად იმ ადამიანების ფოტოები, ვისაც აქციების პერიოდში თავს დაესხნენ და ფიზიკურად
მე მზად ვარ ვისაუბრო იმ ძალადობაზე და სისასტიკეზე, რომელიც ჩაიდინა სპეცრაზმმა და პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებმა საქართველოში, ნოემბერსა და დეკემბერში.
თან მოვიტანე და მაქვს ეს რეპორტი, სადაც ასახულია ინდივიდუალურად იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც დაასისხლიანეს, აწამეს საპოლიციო მანქანებში.
რაც შეეხება 10 დროშის ყიდვას, რომლებიც საკანცელარიო მაღაზიებში იყიდება, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დროშები უნდა ჰქონდეს ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას და უნდა ამაყობდნენ ქართული სახელმწიფოს სიმბოლიკით, ოფისშიც უნდა ჰქონდეთ, აივანზეც უნდა ჰქონდეთ გამოკიდული, სახლშიც მაქვს ასეთი დროშები და მიმაჩნია, რომ დროშის შეძენა, დროშის ქონა, 10 დროშაზე არის სულ საუბარი, თუ არის დანაშაული, მაშინ დროშის შეძენაში და ქართული დროშის ამაყად ტარებაში, ნამდვილად დამნაშავედ მივიჩნევ თავს," - განაცხადა ბაია პატარაიამ.