გინება, ბოთლების სროლა და ცემა - როგორ მოქმედებს კანონი, როცა საქმე "ოცნების" მხარდამჭერებს ეხება?
თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე მელიქიშვილის გამზირზე 8 სექტემბერს მომხდარ ძალადობას პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ მის საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები წინასწარ ორგანიზებული იყო.
ოპოზიციისა და დაპირისპირებაში დაშავებული მოქალაქეების თქმით, კალაძე ძალადობას არ აღიარებს, დამნაშავეებს ხელს აფარებს და ნაცემ ქალებს შეურაცხყოფას აყენებს.
კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას, მობილურით გადმოწერილი ვიდეოკადრები გამოიყენა, თუმცა გავრცელებულ კადრებში, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ლაივჩართვებში, ჩანს, რომ დაპირისპირება სწორედ მმართველი პარტიის აქტივისტების თავდასხმით დაიწყო.
„პუბლიკას“ ჟურნალისტის ხატია სიჭინავას მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ფიქსირდება, რომ მოქალაქეებს ოცნების ოფისიდან გამოსული პირები მოულოდნელად ესხმიან თავს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.