"ბოლომდე!" - საპროტესტო აქცია "ოცნების" საარჩევნო შტაბისკენ დაიძრა
"ბოლომდე!" - ასეთია ქართველი ხალხის პასუხი "ქართული ოცნებისთვის". გუშინდელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ ხალხი ფილარმონიასთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით ისევ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბისკენ დაიძრა.
მოქალაქეები ბრაზს ვერ მალავენ. ამბობენ, რომ კარგად აცნობიერებენ, რას ემსახურება შსს-ს განცხადება, რომელმაც საპროტესტო აქციამდე ორი საათით ადრე, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სხვადასხვა ახალი გამოძიება დააანონსა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ოცნებამ" თავისუფალი მოქალაქეების დაშინება მაინც ვერ შეძლო.
გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი სამარცხვინო საქციელი ქოცების. ამით ვერაფერს გააკეთებენ. კალაძე, შე მართლა გაგრია შენ! ვის ემუქრები შე უნამუსო კაცო?! შენ თბილისელებს ემუქრები?! შე ნაძირალა! არავის ეშინია თქვენი! სროლა გინდათ? ისროლეთ! შე მორალატე რუსო! სამშობლოს გამყიდველო, ორ კაპიკად რომ გამიყიდე ქვეყანა, რით ვერ გაძეხი?!, - ამბობს მოქალაქე.
აქცია იმყოფებიან სინდისის პატიმრების მშობლებიც.
კალაძეს ჰგონია, რომ ეგ ისევ სამტრედიაშია და მამამისის ლოკომოტივზეა. არაფერი შეეშალოს! კარებთან რომ გამოდიოდა მთელი ცხოვრება და სამტრედიას გოლი რომ გაჰქონდა. ეგ დრო წავიდა! და შენ ვისზეც იტყვი, რომ ქალი არ არისო, შენნაირი კაცის..., - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა ელენე ახობაძე.
გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ დღეს "ოცნების" შტაბთნ პოლიციელების მობილიზებაა. ადგილზე დამონტაჟებულია ხმის გამაძლიერებლებიც.