გამოსვლები იქნება ყოველდღიურად, მოგიწოდებთ, არცერთი დღე არ ჩავაგდოთ- ზურაბ ცეცხლაძე
მელიქიშვილი გამზირზე, კალაძის შტაბთან შეკრებილ საზოგადოებას სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ მიმართა და ყველას მოუწოდა, ყოველდღე მივიდნენ შტაბთან და საკუთარი აზრი დააფიქსირონ.
ზურაბ ცეცხლაძემ “ოცნებას“ წასვლისკენაც მოუწოდა და მათივე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვებიც შეახსენა.
“ოცნება“ ხართ წარმავალი, თქვენ ეს ქვეყანა გაანადგურეთ, თქვენ ხართ ბავშვები მკვლელები, თხრილებში გადარაცვლილი ბავშვების, მძინარე ბავშვების ქილერებით მკვლელები ხართ, თქვენ ეს ქვეყანა რუსეთში მიგყავთ. მინდა, თქვენი პრიმიტივი, ორკლასგანათლებული პრეზიდენტის სიტყვები გითხრათ, ვისაც ჩვენსა და თქვენს შორის ეს ქვეყანა რუსეთში მიჰყავს, იმისი მართლა ყველაფერი, ეს თქვენი სიტყვებია და უკან გიბრუნებთ. თქვენი წასვლის დროა, მოემზადეთ ხალხის მასობრივი გამოსვლები იქნება ყოველდღიურად, მოგიწოდებთ, არცერთი დღე არ ჩააგდოთ, ამ ოფისს არ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება. ჩვენ გვაქვს უფლება მოვიდეთ და ყოველდღე ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, არავის ხელს არ ვუშლით, შევიდნენ და იმუშავონ იქ, -განაცხადა ზვიად ცეცხლაძის მამამ.
ფოტო: ipn