"რუსული ოცნება" - აქციის მონაწილეებმა კალაძის შტაბზე წარწერა გააკეთეს
"რუსული ოცნება" - აქციის მონაწილეებმა კალაძის შტაბზე წარწერა გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ ხალხი ისევ "ოცნების" საარჩევნო შტაბთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ოცნებამ" თავისუფალი მოქალაქეების დაშინება მაინც ვერ შეძლო.
პარალელურად, მობილიზებაა "ოცნების" საარჩევნო ოფისშიც. იქ მყოფები ბოთლებს ამზადებენ და სახეზე ნიღბებს იკთებენ.