"ოცნების" მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს ემუქრებიან - "პირველებმა" ხმოვანი შეტყობინებები მოიპოვა

09.09.25 20:46
"ოცნების" მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს ემუქრებიან - "პირველებმა" ხმოვანი შეტყობინებები მოიპოვა

 

 

გუშინდელი ძალადობის შემდეგ "ოცნების" მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს ემუქრებიან. მუქარის შემცველი შეტყობინებები "ტვ პირველმა" მოიპოვა.

ჩანაწერში ისმის, რომ "ოცნების" მხარდამჭერი მოქალაქეს სადარბაზოში დახვედრით და ცემით ემუქრება.

ნაბიჭ...ო გათიშულ ნომერზე მარეკინებ, არა? გიპოვნი, მ... ოჯახის ყველა წევრს, პატარას, შუათანას, ბებერს, მკვდარს და მომავალს. საღამოს სადარბაზოში რომ შეხვალ, შენ თუ ... არ დაგახვედრო, ნახავ, - ეუბნება "ოცნების" მხარდამჭერი საბა მინდიაშვილი აქციის მონაწილეს.