უსამართლობას რომ ვხედავ, მაგაზე შემტკივა გული და ამიტომ ვდგავარ მე აქ-გიორგი ცინცაძე

09.09.25 21:22
უსამართლობას რომ ვხედავ, მაგაზე შემტკივა გული და ამიტომ ვდგავარ მე აქ-გიორგი ცინცაძე

 

 

მელიქიშვილზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ის ადამიანები იმყოფებიან, ვინც გუშინდელ მომხდარს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის, რაც გუშინ ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია.

აქციაზე იმყოფება კალათბურთელი გიორგი ცინცაძეც, რომელიც აცხადებს, რომ “საწყენი და სამარცხვინოა ის , რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება.“

რაც გუშინ ხდებოდა ყოვლად მიუღებელია, ეგ არის დაუსჯელობის სინდრომი, საწყენი და სამარცხვინოა, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, როდესაც პოლიციასთან ერთ მეტრში დანაშაული ხდება და ამაზე რეაგირება არ არის. ეს საწყენიცაა და საშიშიც. ეს არ არის ვინ ვისი მომხრეა, საშიშია ეს ყვეალფერი და კარგით არაფრით დამთავრდება, არ ააქვს მნიშვნელობა ვინ ვისკენაა, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, პოლიციამაც, სასამართლომაც, პოლიტიკოსებმაც, სპორტსმენებმაც და ა.შ. უსამართლობას რომ ვხედავ, მაგაზე შემტკივა გული და ამიტომ ვდგავარ მე აქ, -განაცხადა ცინცაძემ.