მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებმა, სიმბოლურად, კალაძის შტაბის შესასვლელი აჭედეს [ფოტო]

09.09.25 22:27
მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებმა, სიმბოლურად, კალაძის შტაბის შესასვლელი აჭედეს [ფოტო]

მელიქიშვილის გამიზირზე შეკრებილებმა, სიმბოლურად, კალაძის შტაბის შესასვლელები აჭედეს. მათ ერთ მხარეს რკინის ჯებირები, მეორე მხარეს კი ქოთანში ჩარგული მცენარეები განათავსეს.

ამ წუთებში პროტესტის მონაწილეები პარლამენტისკენ დაიძრნენ და აქცია ქვეყნის მთავარ გამზირზე გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ ხალხი ისევ "ოცნების" საარჩევნო შტაბთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ოცნებამ" თავისუფალი მოქალაქეების დაშინება მაინც ვერ შეძლო.