აქციის მონაწილეები მელიქიშვილიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან

09.09.25 22:49
აქციის მონაწილეები მელიქიშვილიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან

აქციის მონაწილეები, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან.

შტაბთან ისმოდა შეძახილები: “რუსებო!”, “ცეცხლი ოლიგარქიას!”. ასევე მომიტინგეები სკანდირებდნენ - “რევოლუცია, რევოლუცია!”.

ესენი არიან ანტიქართული, არაკაცური “ოცნება“, რომელსაც ქართველობასთან საერთო არაფერი აქვს. დრეს ძალიან კარგად გამოჩნდა ვინ ამყარებს მშვიდობას უქჩაში, მშვიდობას ამყარებს ქართველი ხალხი, ბევრი გამოვედით და აღარ გავაბედინეთ ის, რაც გუშინ მოხდა. ვნახეთ კადრები, როგორ იყვნენ ჩაკეტილები ოფისში და ვერაფერი გაბედეს, გამოჩნდა, ვინ არის “ჩმორი“ და “აკაცუკი“.  რეალურად გამარჯვება გარდაუვალია, ამბობს მსვლელობის მონაწილე.

მათ მარშამდე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. ამასთან, შტაბში შესასვლელი კარები, სიმბოლურად, რკინის ჯებირებით ჩახერგეს.