სომხეთის იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ გიორგი კინოიანის საქმის შესწავლა ჯერ არ დაუწყიათ
სომხეთის იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქის, სომხეთში წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი გიორგი კინოიანის საქმის შესწავლა ჯერ არ დაუწყიათ.
ამის შესახებ “რადიო თავისუფლება“ წერს.
გამოცემის ცნობით, საბოლოოდ სწორედ იუსტიციის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, გადასცემს თუ არა გიორგი კინოიანს რუსეთის ფედერაციას.
- 29 წლის გიორგი კინოიანი 2025 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას დააკავეს საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ. ის მშობლებთან ერთად მიემგზავრებოდა სომხეთში.
- ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახმა გაავრცელა. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.
- ამჟამად მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული - იგი რუსეთში ექსტრადიციის რისკის წინაშეა.
- სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას ავტომატურ რეჟიმში შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მიერ ძებნილი პირი.
- ჯერჯერობით სომხურ მხარეს რუსეთისგან უშუალოდ თხოვნა ექსტრადიციაზე - რაც სტანდარტულად არის გათვალისწინებული, - არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.