კახი კალაძის ბანერებს კრიმინალისტიკური ექსპერტიზა უტარდება
მელიქიშვილი გამზირზე, საარჩევნო შტაბთან, კახი კალაძის ბანერებს კრიმინალისტიკური ექსპერტიზა უტარდება.
ადგილზე საგმოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტები ცდილობენ, დაადგინონ ვინ დააზიანა ბანერი.
კალაძის ბანერზე წარწერების გაკეთების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"რუსული ოცნება" - აქციის მონაწილეებმა კალაძის შტაბზე წარწერა ცოტა ხნის წინ გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ ხალხი ისევ "ოცნების" საარჩევნო შტაბთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ოცნებამ" თავისუფალი მოქალაქეების დაშინება მაინც ვერ შეძლო.