მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 109-ე კმ-ზე დიდი ზომის მიწის მასა ჩამოვიდა

10.09.25 10:17
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 109-ე კმ-ზე დიდი ზომის მიწის მასა ჩამოვიდა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 109-ე კმ-ზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია დიდი ზომის მიწის მასა. რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.