ჯარიმა თუ პატიმრობა - საქალაქოში აქტივისტების, ანუკი ჩრდილელის და დავით სეხნიაშვილის პროცესები იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის და საკრებულოს კანდიდატობის წევრის, ოთარ ჩრდილელის შვილის, ანუკი ჩრდილელის და თსუ-ს სტუდენტის დავით სეხნიაშვილი პროცესები იწყება. ორივე მათგანს ხელბორკილები 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე დაადეს.
ანუკი ჩრდილელი პირდაპირ ამბობს, რომ მისი დაკავება ოჯახის წევრის პოლიტიკურ საქმიანობასთან არის კავშირში და რომ ის დაკვეთით დააკავეს.
ჩრდილელი დეტალურად იხსენებს, როგორ მოხდა მისი დაკავება. ამასთან, აქტივისტი ამბობს, რომ არ იცის, რა განაჩენს უნდა ელოდოს მოსამართლისგან.
რა გამომიტანს მოსამართლე, ქალბატონი ლელა, არ ვიცი ჯერჯერობით. მოლოდინებიც არ მაქვს, იმიტომ, რომ სამართლიანი სასამართლოს რეჟიმში რომ ვიყოთ, მექნებოდა მოლოდინები, იმიტომ, რომ მე არც ჯარიმა მაქვს და ჯერჯერობით არც სასამართლოსთან შემხებლობა მქონია და ამიტომ სიტყვიერ გაფრთხილებას ვიმსახურებ. ეგრე იყო წინა პრაქტიკების შემთხვევაში, მაგრამ ახლა რას იზამენ - არ ვიცი.
ჩემზე მოხდა თითით მითითება" ეს ის არის და დააკავეთ" და შესაბსამისად, ამიყვანეს, იმიტომ, რომ რეალურად, ვიდექი ტერიტორიაზე და ვიძახდი, "რატომ აკავებთ ამ ბავშვებს" და ახლა, ამის გამო თუ იჭერენ რავიცი, - ამბობს ჩრდილელი.
რაც შეეხება დავოთ სეხნიაშვილს, მას აქვს მოლოდინი, რომ შსს მათ პატიმრობას მოითხოვს. აქტივისტის თქმით, ყველაფრისთვის მზადაა, რადგან გაცნობიერებული აქვს, რა ბრძოლაშია.
დარწმუნებული ვარ, რომ შსს მოითხოვს პატიმრობას და დამოკიდებული ვიქნებით მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არ გაგვამართლებს და ან ჯარიმა იქნება, ან დაკავება, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ, იმიტომ, რომ ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლაში ერთადერთი რამ გაგვამარჯვებინებს. ეს არის წინააღმდეგობა და ჩვენი უდრეკობა, - ამბობს სეხნიაშვილი.