შეუძლებელია ჩვენი ქვეყანა რუსეთის საბოგინო გახდეს, აუცილებლად დასრულდება ეს რეჟიმი - გიორგი ქადაგიძე
შეუძლებელია ჩვენი ქვეყანა რუსეთის საბოგინო გახდეს, აუცილებლად დასრულდება ეს რეჟიმი - ამის შესახებ, გუშინ თბილისში მიმდინარე მასშტაბურ აქციაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
ქადაგიძის თქმით, საქართველოს მოსახლეობა არ გაჩერდება და არ შეეგუება, რომ ჩვენი ქვეყანა გროზნოდ ან ჩეჩნეთად გადაიქცეს.
მე ვფიქრობ, რომ ის ბრაზი, რომელიც მოსახლეობაშია, არათუ არსად წასულა, იზრდება ყოველდღე. შეუძლებელია ჩვენ შევეგუოთ იმას, რომ ჩვენი თაობა გახდება ის თაობა, რომელიც ჩააბარებს საბოლოოდ ამ ქვეყანას და გახდება რუსების საბოგინო და იქნება გაუგებარი არც გროზნო არც ჩეჩნეთი. შეუძლებელია ჩვენ ამას შევეგუოთ. შეიძლება უფრო სწრაფად გვინდოდეს და არ ხდებოდეს ასე სწრაფად, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ეს რეჟიმი"- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.