დღეს 4 მოსამართლესთან ჩამინიშნეს 8 საქმეზე განმეორებით გზის გადაკეტვაზე "სასამართლო" - ნარსია
დღეს 4 მოსამართლესთან ჩამინიშნეს 8 საქმეზე განმეორებით გზის გადაკეტვაზე "სასამართლო" - ამის შესახებ სოცილაურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია წერს.
ნარსიას თქმით, ის არ აპირებს პროცესებზე დასწრებას და სახლში დაელოდება მოსამართლეების ვერდიქტს - "ტასოს ბევრს ჩავეხუტები სანამ ორთვიანზე გამიშვებენ ეს ახვრები თუ 15 000 ლარიანს გამოიტანენ ძალიან კარგი!"
სამი სხდომა სამივე სხვადასხვა მოსამართლესთან ცაცუა, ენუქიძე და კიდევ ორთან ჩამენიშნა სხდომები, ანუ ერთ დღეს, თან დღეს 4 მოსამართლესთან, 16სთზე, 16:30 , 17სთზე და 17:30 წუთზე ჩამინიშნეს პრიმა მუხლით და მეოთხემ ეხლა დამირეკა კიდე, ანუ ოთხ მოსამართლესთან მაქვს 8 საქმეზე განმეორებით გზის გადაკეტვაზე "სასამართლო"!
არ ვაპირებ დასწრებას დაველოდები სახლში განჩენს ტასოს ბევრს ჩავეხუტები სანამ ორთვიანზე გამიშვებენ ეს ახვრები თუ 15 000 ლარიანს გამოიტანენ ძალიან კარგი!
მაგრამ რავი ვნახოთ რა იქნება საღამომდე!"- წერს ნარსია.