კალაძის შტაბიდან მომიტინგეებს მორაგბე ნოდარ ჭეიშვილიც ემუქრებოდა

10.09.25 13:03
კალაძის შტაბიდან მომიტინგეებს მორაგბე ნოდარ ჭეიშვილიც ემუქრებოდა

კახა კალაძის შტაბიდან მომიტინგეებს მორაგბე ნოდარ ჭეიშვილიც ემუქრებოდა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო გაგუა წერს.

თუ რამე არაქართული და ზოგადად არაკაცურია, ქალზე ხელის აწევაა, თრევაზე და ცემაზე აღარაფერს ვამბობ - წერს ნინო გაგუა.

“ეს მორაგბე ნოდარ ჭეიშვილია .
-------
რაგბი ჩვენი თამაშია.

თუ რამე არაქართული და ზოგადად არაკაცურია, ქალზე ხელის აწევაა, თრევაზე და ცემაზე აღარაფერს ვამბობ. კალაძეს და ზარქუას ვინც ეთანხმება, იმათთვის ეს პოსტი არაა, აზრი არ აქვს.

ჰოდა, პირველად ქალების თრევა 2023 წელს ვნახეთ, ჭავჭავაძეზე. მას მერე კიდევ ბევრჯერ. 

აი ამან, გუშინწინ რაც მოხდა, ნახა და გუშინ ქოცების შტაბში იყო გამაგრებული ტიტუშკად. 

არც ერთი პოლიციელი არ იდგა გუშინ ოფისთან, შესასვლელი ცარიელი იყო, იმ იმედით, რომ შენობაში შევიჭრებოდით, შიგნიდან ესენი და გარედან პოლიცია დაგვლეწავდა. მაგრამ არ გამოუვიდათ ეგ ტრიუკი, იმიტომ რომ ჩვენ ქოცები არ ვართ 🫠

და როგორც ლევან ჯობავა ამბობს, ძამი, რაგბი ჩვენი თამაშია", - წერს ნინო გაგუა. 

  • შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია