მოსამართლემ ანუკი ჩრდილელი 4 ათასი, დავით სეხნიაშვილი კი - 5 ათასი ლარით დააჯარიმა

10.09.25 13:27
მოსამართლემ ანუკი ჩრდილელი 4 ათასი, დავით სეხნიაშვილი კი - 5 ათასი ლარით დააჯარიმა

მოსამართლემ "ქართული ოცნების" საკრებულოს კანდიდატობის წევრის, ოთარ ჩრდილელის შვილი, ანუკი ჩრდილელი 4 ათასი ლარით დააჯარიმა.  5 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თსუ-ს სტუდენტს,  დავით სეხნიაშვილსაც. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

ის არ იყო ჩემი დამკავებელი. მემანიშვილი იყო და მამულაშვილი. არცერთი არ იყო წარმოდგენილი. წარმოადგინეს ადამიანი, რომელიც გავიცანი შუშებიან შენობაში და საერთოდ არ ვიცი, იყო თუ არა მანამდე რუსთაველზე. 

სასამართლო პროცესის შემდეგ ანუკა ჩრდილელმა თქვა, რომ სხდომაზე შსს-მ ცრუ მოწმე პოლიცია წარადგინა და არა ის, ვინც რეალურად დააკავა. აქტივისტის თქმით, "ოცნება" ამ ხერხებით მათ დაშინებას ცდილობს, თუმცა უკურეაქციას იღებს.

მტკიცებულებები არ ჰქონიათ. ერთი ვიდეო ანახეს, სადაც საერთოდ არ ვარ. სხვა დემონსტრანტები არიან და ამბობდნენ ასე, რომ "ზოგადად იძახდნენ, ზოგადად ასე ამბობდნენ", ზოგად საუბრებს ყვებოდნენ და არა პირდაპირ ჩემზე.

მგონია, რომ ფორმაა დასჯის, შეშინების, რომ აი, მეორეჯერ არ გახვიდე. რაც უფრო მეტი ჯარიმა გექნება, რაც უფრო მეტს დაიჭერენ, ჰგონიათ, რომ ამაზე დავშინდებით და სახლებში დავრჩებით. პირიქით, მეგობრებო, ასე უფრო გამოვალთ, ასე უფრო ემოცია გვაქვს, - თქვა პროცესის შემდეგ ჩრდილელმა. 

აქტივისტი დავით სეხნიაშვილი ამბობს, რომ მოწმე პოლიციელები სასამართლოს ურთოერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევდნენ. 

შსს-მ ვერ წარმოადგინა ვერცერთი სამხილი, თუმცა არს წარმოადგენდა, ფიზიკურად არ არსებობს არცერთი სამხილი, რომელიც ჩვენს დანაშაულს რამენაირად აჩვენებდა. მოწმეები, რომლებიც მოვიდნენ, ორი პოლიციელი, ურთოერთგამომრიცხავ ჩვენებს აძლევდნენ, - თქვა დავოთ სეხნიაშილმა. 

შეგახსენებთ, რომ ორივე აქტივისტს ხელბორკილები 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე დაადეს. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.