შვედეთის საგარეო: დროულად ვერ მოხდა ეუთო-ოდირის მოწვევა, რაც შესაძლებელს გახდიდა საქართველოს ადგილობრივ არჩევნებში სრულფასოვან დაკვირვებას
სამწუხაროდ, დროულად ვერ მოხდა ეუთო-ოდირის მოწვევის უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელს გახდიდა საქართველოს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში სრულფასოვან და შინაარსიან დაკვირვებას - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პლატფორმა X-ზე საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი აქვეყნებს.
სამწუხაროდ, დროულად ვერ მოხდა ეუთო-ოდირის მოწვევის უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელს გახდიდა საქართველოს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში სრულფასოვან და შინაარსიან დაკვირვებას. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულმა უკანასკნელმა ცვლილებებმა საფრთხე შეუქმნა საარჩევნო პროცესის მთლიანობას. ამასთანავე, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური ძალების მიმართ მიმდინარე ზეწოლა კვლავაც გრძელდება.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს კონკრეტული ნაბიჯები დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად, მათ შორის, უზრუნველყოს ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს საერთაშოორისო მისიები ვერ დააკვირდებიან. ეუთო-ოდირმა ივანიშვილის პარტიას ოფიციალური უარი უკვე უთხრა.
"საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევა არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ დროს ტოვებს, რაც სანდო და ეფექტიანი მონიტორინგის საშუალებას აღარ იძლევა" - ნათქვამია ეუთო-ოდირის მიერ გავრცელებულ გნაცხადებაში.