"ტიტუშკები" აქტივისტებს ემუქრებიან - ვინ მართავს ე.წ. ონლაინ ზონდერებს

10.09.25 15:08
"ტიტუშკები" აქტივისტებს ემუქრებიან - ვინ მართავს ე.წ. ონლაინ ზონდერებს

კახა კალაძის დასაცავდ მობილიზებული ე.წ. ონლაინ ზონდერები - დადგენლია იმ პირების ვინაობა, ვინც სოციალურ ქსელში მერის დასპონსორებულ პოსტებზე კრიტიკული კომენტარების გამო ხალხს ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიან და სიცოცხლის მოსპობით და ძალადობით ემუქრებიან.

ერთ-ერთი გიორგი გიორგაძეა -"ოცნების" ახალგაზრდულის წევრი ბათუმის ორგანიზაციიდან და დაქვეითებული პოლიციელის ირაკლი დგებუაძის მეგობარი. გიორგაძე ფბ-ზე კალაძეზე დაწერილი უარყოფითი კომენტარის გამო მოქალაქეებს აგინებს და მათ სადარბაზოსთან დახვედრით და ცემით ემუქრება.

მეორე კი საბა მინდიაშვილი - "ოცნების" მხარდამჭერი, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე ხელჩართულ ჩხუბშიც მოანაწილეობდა და "პირველებმა" კალაძის შტაბთან გადაიღო.

სწორედ მინდიაშვილია ის პირი, ვინც აქციის მონაწილე ქალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. 

აქტივისტების წინააღმდეგ "ოცნებამ" ახალი დაშინების კამპანიაც დაიწყო - სოციალურ ქსელში მათ მისამართებს  და პერსონალურ ინფორმაციას ავრცელებენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მსგავს მეთოდებს ივანიშვილის ხელისუფლებამ რუსული კანონის დროსაც მიმართა, როდესაც აქტივისტებს ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ, ქუჩაში ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

რანაირად გავრცელდა ეს მისამართები, ამაში ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულიც არის, რადგან მარტივი არ არის, ვიღაც ფბ გვერდს ამ ადამიანების მისამართები ეშოვა. რუსული კანონის დროსაც ადამიანებს ურეკავდნენ, აშინებდნენ, ქუჩაში ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. "ოცნება" დღეს საშინელ მდგომარეობაშია. ახლა შეიძლება ადამიანებს იმ მისამართებზე დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ", - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი.