კალაძის შტაბის კართან სახის ამომცნობ კამერებს ამონტაჟებენ [ვიდეო]
კახა კალაძის შტაბის კართან სახის ამომცნობ კამერებს ამონტაჟებენ - სამუშაოები მელიქიშვილის გამზირზე, ამ წუთებში მიმდინარეობს.
კადრები ადგილიდან "ტვ პირველს" მოქალაქემ მოაწოდა.
საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირზე სამჯერ მოხდა დაპირისპირება. „ოცნების“ მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს არაეართხელ დაუპირისპირდნენ - გაუსწორდნენ ქალებს, ჟურნალისტებს და დემონსტრანტებს.
ე.წ. ტიტუშკების იდენთიფიცირების მიუხედავად, მოძალადეების დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა. მეტიც, "ქართულმა ოცნებამ" მომიტინგეებს უჩივლა.
- ფაქტებთან დაკავშირებით სამი სხვადასხვა მუხლით გამოძიება დაიწყეს: ჯგუფური ძალადობა, წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა და ნივთის დაზიანების ან განადგურება, 9 სექტემბერს კალაძის ბანერის დაზიანების გამო ნაკლების ჩვენება