სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია

10.09.25 18:12
სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია

სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, 19 მაისს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ავრცელებს

თენგიზ კორაშვილი უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. 

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად," - წერია განცხადებაში.