"გუშინ ღამე სახლთან ექვსმა ტიტუშკამ მცემა" - მოქალაქე
მოქალაქე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გასულ ღამეს ექვსმა ტიტუშაკმ სცემა. მისი თქმით, თავზე აქვს დაზიანებები, დასჭირდა ნაკერების დადება.
აქტივისტი წერს, რომ საგამოძიებომ მანქანის რეგისტრატორის კადრები დალუქა და წაიღო.
გამარჯობა, გუშინ ღამე სახლთან ჩასაფრება მომიწყო 2-მა მანქანამ, 6-მა ტიტუშკამ მცემა, თავზე მაქვს დაზიანებები, დამჭირდა ნაკერების დადება, მირტყამდნენ თავში და ზურგში. მანქანის რეგისტრატორის კადრები მქონდა, მაგრამ საგამოძიებომ დალუქა და წაიღო, შეტანილია განცხადება. მაინტერესებს იურისტები ისევ თუ მუშაობენ ხალხთან საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გავლა ან საქმეს დაწყება რომ შევძლო. მადლობა," - წერს მოქალაქე.