თქვენი მეზობელი ქალებს აფურთხებს - ახალი წარწერები თბილისის ქუჩებზე

10.09.25 19:09
თქვენი მეზობელი ქალებს აფურთხებს - ახალი წარწერები თბილისის ქუჩებზე

"თქვენი მეზობელი ქალებს აფურთხებს" - თბილისის ქუჩებში ახალი წარწერები გამოჩნდა. 

მას შემდეგ, რაც მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალაქის ქუჩებში "ოცნების" წევრების ფოტოები გაჩნდა წარწერებით: "თქვენი მეზობელი ქალებს აფურთხებს"; "შუკვანის ღირსება ფურთხია"; "ფრთხილად! თქვენი მეზობელი ქოცების ტიტუშკაა". 

  • შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია. შსს-ს ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" ნაცემ აქტივისტებს პოლიციაში უჩივლა.