უწყვეტი პროტესტი გრძელდება - მოქალაქეები კვლავ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთან იკრიბებიან
უწყვეტი პროტესტი გრძელდება - მოქალაქეები კვლავ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთან იკრიბებიან.
საზ.მაუსთან შეკრებილი მოქალაქეები ფილარმონიის მარშს შეუერთდებიან, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან გადაინაცვლებენ.
"ბევრი დარბევა, ბევრი ცემა და დაპატიმრებები გამივლია, ვინც ამას აკეთებდა ყველა ხელისუფლება მიწასთან გასწორებულა და დამარცხებულა. უმრავლესობა მათგანისთვის, მათ შორის მინისტრებისთვის კრემლი გამხდარა თავშესაფარი. ამათაც დასასრულის დღეები აქვთ დაწყებული," - ამბობს თამარ დადიანი.
აქციის მონაწილეები მელიქიშვილიდან მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.