მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან მივიდნენ
მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან მივიდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან და რესპუბლიკის მოედნიდან წამოსული აქციის მონაწილეები ერთმანეთს ფილარმონიასთან შეუერთდნენ და მსვლელობით მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.
მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტა. მოქალაქეები ადგილზე ცნობილ სიმღერას "ოლე ოლას" ასრულებენ.
მოგვიანებით აქციის მონაწილეები მარშით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ წავლენ.