უწყვეტი პროტესტი თბილისში - მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება იყო
აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირიდან, მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ გადაადგილდებოდნენ, რად დროსაც პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
პოლიციელები აქტივისტებს მოუწოდებდნენ სწრაფად გადაადგილებულიყვნენ, რათა სამანქანო გზა მალე გაეხსნათ.
პოლიციელები თავის სირენებით, ეს უმოქმედო ხალხი, თავად ჯერ გუშინწინ ჩაიდინეს კრიმინალური დანაშაული, პოლიციამ ჩაიდინა საქართველოს მოსახლეობაზე სისხლის სამართლის დანაშაული და ყველა აგებს უმკაცრესად პასუხს აუცილებლად, დემოკრატიულ ქვეყანაში და თავისუფალ სასამართლოში.
დღეს კიდევ სირენებით მოგვყვებიან - გადადი, გადმოდი, ჩქარა იმოძრავე - როცა ადამიანებს ქუჩაში კლავენ და იმათთვის არაფერი აქვთ სათქმელი, ვერ იჭერენ კრიმინალებს, გაბატონებულია ყველგან კრიმინალი, ჩვენ მეგობრებს, ქალებს, ბავშვებს ლეწავენ, სახის ძვლებს ულეწავენ და ესენი აქ ამბობენ გადადი საფეხმავლო ბილიკზე. სიმართლე არის მთავარი, ხალხი გაიმარჯვებს და არავინ სხვა," - განაცხადა მოქალაქემ.
ამ დროისთვის, მსვლელობა მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან და რესპუბლიკის მოედნიდან წამოსული აქციის მონაწილეები ერთმანეთს ფილარმონიასთან შეუერთდნენ და მსვლელობით მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.