ხვალ, 11 სექტემბერს, სასამართლოში ალეკო ცქიტიშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი ე.წ. პირბადეების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ალეკო ცქიტიშვილმა გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. მისი გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წინააღმდეგ, რომლის წევრიც არის ადამიანის უფლებათა ცენტრი. ამავე საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 29 აპრილს ჩხრეკა ჩატარდა ალეკო ცქიტიშვილის სახლში.
[ფოტო; "ინტერპრესნიუსი"]