გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ, თავისუფლების მოედანზე, აქციიდან მიმავალი ორი გოგო დააკავა
რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია - ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ორი გოგო მანქანაში ჩასვა და სავარაუდოდ განყოფილებაში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სავარაუდოდ აქციიდან მომავალი სტუდენტები გააჩერა და მათ პირადობის მოწმობები მოსთხოვა.
პოლიციას ადგილზე მყოფი მოქალაქეებისთვის და მედიისთვის განმარტება არ გაუკეთებია.