მოძრაობა "ერთობის" ოფისში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

10.09.25 23:41
მოძრაობა "ერთობის" ოფისში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

მოძრაობა "ერთობის' ოფისში კრიმინალური პოლიცია იყო შესული. მათ ოფისი, ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ დატოვეს, რაც მოქალაქეები ჩართული კამერებით მივიდნენ. 

მოძრაობის წევრების განცხადებით, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები უნებართვოდ შევიდნენ ოფისში და იქ მყოფ ადამიანებს ეკითხებოდნენ, რომელი იყო აქციაზე პირბადით. 

ჩვეულებრივად აქციიდან ოფისისკენ წამოვედით, რადგან უნდა გადაგვეღო ვიდეოები და ჩვეულებრივად უნდა გვესაუბრა. რამდენიმე ხანში, კარზე იყო კაკუნი, კრიმპოლის წარმომადგენლები იყვნენ, 4 კრიმპოლის წარმომადგენელი იყო, გავუღე კარი და ვკითხე რა უნდოდათ, ზალის გამოყენებით შემოვიდნენ, მეჯიკავნენ, ჩვენო მშვიდობა გვინდაო, მშვიდობის გამო უნდა შემოვიდეთო, რაღაც კითხვები გვაქვს და უბრალოდ უნდა გვიპასუხოთ კითხვებზეო. 

შემოვიდნენ, დასხდნენ, დაიწყეს კითხვების დასმა, არ მოგვცეს ტელეფონების გამოყენების უფლება იმიტომ, რომ Live-ში გვინდოდა გასვლა. მაინც შევძელით, რომ მეგობრებისთვის მესიჯი გაგვეგზავნა, რომ კრიმპოლის წარმომადგენლები იყვნენ შემოსულები ჩვენ ოფისში. ამის შემდეგ დაიწყეს ყველაფერი - საიდან ხართ, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, ჩვენ ვიცით საიდან მოდიხართ. პირბადე რომელს გეკეთათო, ასეთი კითხვა ჰქონდათ, ჩვენ ვიცით რომელსაც გეკეთათ, თქვენით გვითხარით თუ არადა ყველას წაგიყვანთ სამმართველოშიო, თუ გვეტყვით რომელიც იყავით ერთს წაგიყვანთ მარტოო...

ჩვენი მეგობრები მოვიდნენ, Live-ებით შემოვიდნენ, რის მერეც 2 წამში გაიქცნენ და წავიდნენ და დატოვეს ოფისის ტერიტორია," - ამბობს ნიკოლოზ ტყემალაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მოძრაობა "ერთობის" წევრი, მეგი დიასამიძე დააკავეს