არსებული ინფორმაციით, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 2 პირი გაათავისუფლეს
არსებული ინფორმაციით, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული გოგოები გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სავარაუდოდ აქციიდან მომავალი სტუდენტები გააჩერა და მათ პირადობის მოწმობები მოსთხოვა, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანა.
პოლიციას ადგილზე მყოფი მოქალაქეებისთვის და მედიისთვის განმარტება არ გაუკეთებია.