ზურაბიშვილი: დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია და ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს

11.09.25 10:12
ზურაბიშვილი: დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია და ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს

დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია და ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახშობს განსხვავებულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჰესლინკის კომისიაში მოსმენაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა რუსეთის გავლენებზე და თქვა, რომ "რუსეთი თამაშობს თავისი დომინანტური პოზიციის აღსადგენად".

“ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა - თქვა მოსმენაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, "ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს, ისევე როგორც ამერიკელი ხალხი, რომლის მხარდაჭერა ყოველთვის დაფუძნებული იყო თავისუფალი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს იმედზე".

დღეს პირველად სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას. საკუთარი თავისა და ქვეყნის დისტანცირებას და იზოლირებას ახდენს სანდო პარტნიორისგან და, ამავდროულად, სულ უფრო თანხვედრაში ხდება აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან. რუსეთი თამაშობს თავისი დომინანტური პოზიციის აღსადგენად.
“ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა. “ქართული ოცნების” საჯარო პოზიციებმა სულ უფრო აგრესიული ანტიამერიკული ტონი გაიჩინეს. საჯარო თავდასხმები აშშ-ის წარმომადგენლებზე - ვფიქრობ, ელჩი, რომელიც ჩემს უკან ზის, დამეთანხმება. ამერიკულ პოლიტიკაზე - აშშ-ის მოსკოვის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნისკენ მოწოდებებს აბრალებენ. თავდასხმები პრეზიდენტ ტრამპზე პერსონალურად და მის ადმინისტრაციაზე.
პარალელურად, “ქართული ოცნების” ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან - აკოპირებენ რუსეთის ლიდერების რიტორიკას; ჩინეთთან - ანაკლია, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდედ; უვიზო - ჩინეთთან და ირანთან”. 

აშშ-ის შემრიგებლური მიდგომა საქართველოს ფაქტობრივ ლიდერობასთან წარსულში ჩავარდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას!
დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ!
ანგარიშვალდებულება აუცილებელია!
რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია და ვინც ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახშობს განსხვავებულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს, ისევე როგორც ამერიკელი ხალხი, რომლის მხარდაჭერა ყოველთვის დაფუძნებული იყო თავისუფალი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს იმედზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.