"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება

11.09.25 11:56
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება

ალეკო ცქიტიშვილ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი ერთ-ერთია, ვისაც ე.წ. პირბადეების საქმის გამო იბარებდნენ გამოსაკითხად.

სხდომათა დარბაზში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურომა, ლაშა კოტრიკაძემ და თქვა, რომ მთავარ საგამოძიებო ორგანოს კითხვები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსურ ანგარიშებთან და გადარიცხვებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი NGO-ს ხელმძღვანელი პირი ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით - "სახელოვნად გამარჯვებისთის", გვაინტერესებს  ვისზე უნდა გაემარჯვათ - აცხადებს პროკურორი. 

ჩვენ კითხვები გვაქვს მისი ორგანიზაციის ანგარიშებთან დაკავშირებით. მათ შორის თანხმები არის ჩარიცხული პოლიტიკოსების მიერ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით - "სახელოვნად გამარჯვებისთის", შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს რა თანხებია და ვისზე უნდა გაემარჯვათ. ასევე ისიც მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და გვაინტერესებს მისი როლი, იცის თუ არა ვინ იყო ორგანიზატორი", - აცხადებს ლაშა კოტრიკაძე.

თავად ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაციის საქმიანობაში უკანონო არაფერია და არც ყოფილა. 

ყველა ის პროექტი, რასაც ახორციელებდა "ადამიანის უფლებათა სახლი", იყო იმ სტანდარტებსა და იმ სტრატეგიებში თავსებადი, რაც მაღალი დონის ორგანიზაციებს აქვთ გაწერილი. შესაბამისად, არაფერი უკანონო ჩვენს საქმიანობაში არ ყოფილა. პირიქით უამრავი სასარგებლო პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარების მიმართულებით", - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.