"ოცნებასთან" დაკავშირებულმა ერთ-ერთმა პირმა ხელი დამარტყა, მეორემ, გიორგი შუკვანმა შემაფურთხა - ლიკა ზაკაშვილი პროკურატურაშია
პროკურატურაში "პუბლიკას" მთავარი რედაქტორის, ლიკა ზაკაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. ზაკაშვილი გამომძიებლებს ჩვენებას "ოცნების" ე.წ. ტიტუშკების წინააღმდეგ აძლევს, ვინც მისი თქმით, 4 სექტმებრებს "ოცნების" შტაბის წინფიზიკურად იძალადეს და შეაფურთხეს.
"ოცნებასთან" დაკავშირებულმა ერთ-ერთმა პირმა ხელი დამარტყა, მეორემ, გიორგი შუკვანმა შემაფურთხა - განაცხადა ზაკაშვილმა საგამოძიებო უწყებაში შესვლის წინ.
4 სექტემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, "ქართული ოცნების" შტაბთან, თარხნიშვილის ქუჩაზე, "ოცნებასთან" დაკავშირებულმა პირებმა ხელი შემიშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს - ერთ-ერთი თავს დამესხა და ხელი დამარტყა, მეორემ, გიორგი შუკვანმა შემაფურთხა. ამ ინციდენტის გამო, მივმართე პროკურატურას, შევიტანე განცხადება და დღეს დამიბარეს გამოკითხვაზე. დეტალურად მოვუყვები გამომძიებლებს თუ რა მოხდა, და როგორ შემიშალეს ხელი", - განაცხადა ლიკა ზაკაშვილმა.