"დატბორილია ქუჩები, გაჩერებაზეც ვერ ვდგებით, სიარულიც შეუძლებელია ქალაქში" - თბილისში წვიმამ პრობლემები შექმნა
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, არაყიშვილი, ცინცაძე - ეს იმ ქუჩების მცირე ჩამონათვალია, სადაც ქუჩები დაიტბორა და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
მოქალაქეები ჯგუფ "ქალაქის პრობლემებში" ფოტოებს ავრცელებენ და წერენ, რომ ქუჩებზე გადაადგილება ფიზიკურად შეუძლეებლია.
პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე კი დაზიანებულ შენობაში წყალი შედის.
ერთი წვიმა და ქალაქი პარალიზებულია.
ფიზიკურად შეუძლებელია გადასასვლელებზე გადასვლა, ავტობუსის გაჩერებაზე დადგომა, საერთოდ ფეხით სიარული შეუძლებელი ხდება ამ ქალაქში… ფოტოები გადაღებულია ცინცაძის ქუჩაზე 09:25, გასაგებია რომ მთელი ღამე და გამთენია საშინლად წვიმდა, მაგრამ შესაბამისი სამსახური მუშაობდეს და აწესრიგებდეს ქალაქ არ ეტყობა. ასევე ამ დროს რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი 15-20 წუთის შუალედში დადის ესეც დიდი პრობლემაა", - წერენ მოქალაქეები.