"ლევან ზარდიაშვილმა ხელი ჩამარტყა, გიორგი შუკვანი ლაჩრულად მომეპარა და შემაფურთხა" - ლიკა ზაკაშვილის გამოკითხვა დასრულდა

11.09.25 13:32
"ლევან ზარდიაშვილმა ხელი ჩამარტყა, გიორგი შუკვანი ლაჩრულად მომეპარა და შემაფურთხა" - ლიკა ზაკაშვილის გამოკითხვა დასრულდა

 

 

ჟურნალისტ ლიკა ზაკაშვილის გამოკითხვა პროკურატურაში დასრულებულია - "პუბლიკის" მთავარმა რედაქტორმა გამომძიებლებს უთხრა, როგორ შეუშალეს ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს "ოცნებასთან" აფილირებულმა პირებმა.

ზაკაშვილი  ასახელებს ორ პირს - ლევან ზარდიაშვილს და გიორგი შუკვანს, რომლემბმაც მისი თქმით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენებს.

ღამე იყო, რომ დავინახე ტროტუარზე დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა აქტივისტებსა და "ქართული ოცნების" შტაბიდან გამოსულ პირებს შორის. მე დავიწყე გადაღება. გადაღებიდან ძალიან მალევე ლევან ზარდიაშვილმა პროფესიული მოვლეობის შესრულების დროს ჩამარტყა ხელი, ხოლო რამდენიმე წუთში გიორგი შუკვანმა, რომელსაც წარვუდგინე თავი და მან ზუსტად იცოდა, რომ მე ჟურნალისტი ვიყავი, გვერდიდან მომეპარა და ლაჩრულად შემაფურთხა. ცდილობდნენ, ჩემთვის შეეშალათ ხელი, რო ვეღარ გამეგრძელებია გადაღება. პარალეულურად ამ სამართალდარღვევაზე, რომელიც ჩემს თვალწინ ჩემს მიმართაც განხორციელდა და აქტივისტი გოგოების მიმართაც, მოვუწოდებდით პოლიციას, რომ ჰქონოდა რეაქცია, შეედგინა ოქმი, შეეჩერებინა ან დაეკავებინა ადგილზე ეს ადამიანები, მაგრამ არცერთი არ გაუჩერებია", - აცხადებს ლიკა ზაკაშვილი.