მომიწია განმემარტა, რომ თანხის გადმორიცხვისას დანიშნულებაში ჩაწერილი სიტყვები "გავიმარჯვებთ სახელოვნად", მარო მაყაშვილს ეკუთვნის - ცქიტიშვილი

11.09.25 13:47
მომიწია განმემარტა, რომ თანხის გადმორიცხვისას დანიშნულებაში ჩაწერილი სიტყვები "გავიმარჯვებთ სახელოვნად", მარო მაყაშვილს ეკუთვნის - ცქიტიშვილი

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელის გამოკითხვა დასრულებულია - როგორც სხდომის შემდეგ ალეკო ცქიტისვილმა მედიასთან განაცხადა, პროკურატურას კითხვები ჰქონდა გადარიცხვებთან დაკავშირებით და ასევე კითხვა დაისვა, რატომ იხდიდა ცენტრი აქტივისტების ჯარიმებს.

  • "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი ერთ-ერთია, ვისაც ე.წ. პირბადეების საქმის გამო დაიბარეს გამოსაკითხად.

მომიწია განმემარტა, რომ თანხის გადმორიცხვისას დანიშნულებაში ჩაწერილი სიტყვები "გავიმარჯვებთ სახელოვნად", მარო მაყაშვილს ეკუთვნის - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

კითხვები იყო - დონორები ვინ გყავთ, თანხებს როგორ რიცხავენ, ჯარიმებსი თანხას რატომ იხიდიდით და ძირითადად ამ კითვებზე ვუპასუხე. ჯარიმის გადასახდელად თანხას რომ რიცხავდა მოქალაქე და დანიშნულებაში ჩაწერა, "გავიმარჯვებთ სახელოვნად", ამასთან დაკავშირებით მომიწია განმარტება, რომ ამ სიტყვებში რაიმე კრიმინალის შემცველი არაფერი ყოფილა და მარო მაყაშვილის სიტყვებია. ეს არის რუსეთის სცენარით დაწერილი პროცესი და ამ სცენარის შემადგენელი ნაწილია როგორც გამოძიება, ისე ყოველი სხდომა, ისე ჩვენი დაბარებები, რომლის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებაა", - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა. 

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემაც. მისი თქმით, კითხვა ასევე შეეხებოდა გიორგი ქადაგაძის მიერ ცენტრში აგდარიცხულ 7000 ლარსაც.

აქციების დროს ერთ-ერთი აქტიური იყო გიორგი ქადაგიძე, მას საკმაოდ მწვავე განცხადებები ჰქონდა,ა რის ამისი მტკიცებულებებიც. მას ჰქონდა 7000 ლარი გადარიცხული და ამაზე ვკითხეთ ბატონ ალექსანდრეს. ანგარიშებთან დაკავშირებით, დღეს მისთვის პროცესზე გახდა ცნობილი, რომ ამ პოლიტიკოსებს და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს თანხები ჰქონდათ ჩარიცხული, რაც ცოტა არ იყოს, არადამაჯერებელი იყო ჩვენთვის. რაც შეეხება თანხების გადარიცხვას ჯარიმებისთვის, ეს დაადასტურა, ხოლო ის ფაქტი, რომ იყო თუ არა ჯარიმები აგდარიცხული პატიმრების ოჯახის წევრებისთვის, ან მათ სასარგებლოდ, აღნიშნა, რომ ამაზე მას ინფორმაცია არ გააჩნია. რაც არის დადასტურებული, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი არის გადახდილი ჯარიმებისთვის და პატიმრების ოჯახების სასარგებლოდ ამ, ორგანიზაციის ანგარიშებიდან", - აცხადებს პროკურორი.