პოლიციელი მაგინებდა, მემუქრებოდა, მოგკლავ შე ვაი-რევოლუციონეროო, გოგა მემანიშვილმა კი მუშტი დამარტყა - ბექა პაპაშვილი

11.09.25 14:00
პოლიციელი მაგინებდა, მემუქრებოდა, მოგკლავ შე ვაი-რევოლუციონეროო, გოგა მემანიშვილმა კი მუშტი დამარტყა - ბექა პაპაშვილი

 

 

საქალაქო სასამართლო აქტივისტის, ბექა პაპაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მსჯელობს - პაპაშვილს ხელბორკილები რუსთაველის გამზირზე, 2 სექტემბერს დაადეს, მაშინ, როდესაც 23 აქტივისტი დააკავეს. 

აქტივსტი, რომელსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლციიელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, ძალადობაში პოლიციის მაღალჩინოსანს, გოგა მემანიშვილს ადანაშაულებს, ასევე ამბობს, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ დაკავების მანქანაში. 

ძალიან მშვიდად გადავაადგილდებოდი, ამ დროს მოვიდა ჩემს დასაკავებლად გოგა მემანიშვილი. ის იყო ძალიან აგრესიული, მაგინებდა და მირტყამდა მუშტს თავის არეში. მე ვიყავი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი მანქანაში, პოლიციელი მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, მაგინებდა და მეუბნებოდა - მოგკლავ, შე ვაი-რევოლუციონეროო. გოგა მემანიშვილის მოწმედ მოყვანის შუამდგომლობა არც ახლა იქნა დაკმაყოფილებული. მაკავებს გოგა და შემდეგ ამ საქმეს აწერენ სხვა რიგით პოლიციელს", - აცხადებს ბექა პაპაშვილი.